მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პარლამენტთან ოთხმა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო

პარლამენტთან ოთხმა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო

თბილისში, პარლამენტის წინ კიდევ ოთხმა მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა.

მათი თქმით, ისინი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

“4 ადამიანი დავჯექით კარავში, ვაცხადებთ უვადო შიმშილობის აქციას. ამ ზომამდე ჩვენ მიგვიყვანა იმ კომპანიამ, სადაც ვართ დასაქმებულები. ჩვენი მეგობრები ჭიათურაში მეათე დღეა რაც შიმშილობენ. პასუხისმგებელი პირი, ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს საქმე, არავინ არ ჩასულა, არავინ ნორმალურად ყურადღებას არ აქცევს იმ ბიჭებს და იმ ბიჭების სიცოცხლე, იმ ბიჭების ჯანმრთელობა სასწორზე დევს”, – აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.

მაღაროელები დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქციასაც გამართავენ, რომელსაც ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებიც შეუერთდებიან.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე 16 დღეა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი უკვე 10 დღეა, შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ ვენები გადაიჭრა, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.

მაღაროელების ნაწილმა თბილისში 2 დღის წინ გადმოინაცვლა. მათ პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი და იქ ათევენ ღამეებს.

კომენტარები