მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პარლამენტის ეზოდან მოდიან გველები” – ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“პარლამენტის ეზოდან მოდიან გველები” – ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი საცხოვრებელი სახლების ეზოებში, სარდაფებსა და ავტოფარეხებში ქვეწარმავლებს პოულობენ.

“პარლამენტის ეზოდან მოდიან გველები. გაუთიბავი და მოუვლელი ხომ არის ყველაფერი და მიმდებარედ, დასახლებებშიც მომრავლდნენ.

ცოტა ხნის წინ დაიჭირა მეზობელმა, დავრეკეთ მერიაში და ნუ გეშინიათ ეგ შხამიანი არ არისო, გული კი გამიხეთქა და გველის კბენა მომკლავს თუ დანახვა, რა მნიშვნელობა აქვს”, – აცხადებს ადგილობრივი ნათია  დოლიძე.

კომენტარები