მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პირობა შესრულებულია” – გიგა შუშანიამ ქუთაისის მერს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა

“პირობა შესრულებულია” – გიგა შუშანიამ ქუთაისის მერს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ “ინფო იმერეთის” ოფიციალურ გვერდზე დადებული პირობა შეასრულა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საინფორმაციო სააგენტოს “ფეიჯზე” კომენტარის სახით დაწერა, რომ “საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში ის ქალაქის მერს იოსებ ხახალეიშვილს გადაეხვეოდა”.

“გილოცავთ ბატონო სოსო ამ ისტორიულ მატჩის ჩვენ სასარგებლოდ დასრულებას”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქის მერი ესწრება.

კომენტარები