მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს პირს, რომელმაც სამტრედიაში კობა მეფარიშვილი მოკლა

პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს პირს, რომელმაც სამტრედიაში კობა მეფარიშვილი მოკლა

იმერეთის სამხარეო პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა. კობა მეფარიშვილი ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა იმ დროს მოკლა, როდესაც ის ახლობლის  პანაშვიდზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირია.

“ინფო იმერეთი” სამტრედიაში ადგილობრივებს ესაუბრა, რომლებმაც  კრიმინალური “ავტორიტეტის” მკვლელობის პროცესში გასროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი  თვითმხილველი  ჰყვება, რომ გასროლის ხმა გაიგო, შემდეგ კი – გარდაცვლილის თანმხლების ხმა, რომელიც სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა.

“ყვიროდნენ ბიჭები, აგინებდნენ ერთმანეთს და შემდეგ მოხდა გასროლა. ერთი ბიჭი იყო და ამბობდა: “რა ქენი ბიჭო, რა გააკეთე ეს ბიჭოო”. ისინი გაიქცნენ, ეს დარბოდა და “ჩქარა, სასწრაფო, ჩქარა, სასწრაფო, მოკვდა ბავშვიო”. ვიღაც თანმხლები იყო, სახე არავისი არ მინახავს. კიოდა, ტიროდა, ყველაფერს შვრებოდა ის ბავშვი”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში ე.წ. კრიმინალური “ავტორიტეტი” კობა მეფარიშვილი მოკლეს. მას “ყრუს” მეტსახელით იცნობდნენ. მკვლელობა მატარებლის ლიანდაგებზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. გარდაცვლილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი და ის მრავლობითი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები