მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთის პოლიცია 4 ქართველს ეძებს, რომლებმაც ბანკიდან სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი ზლოტი გაიტაცეს

პოლონეთის პოლიცია 4 ქართველს ეძებს, რომლებმაც ბანკიდან სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი ზლოტი გაიტაცეს

პოლონეთის პოლიცია 4 ქართველ მამაკაცს ეძებენ, რომლებმაც სავარაუდოდ, ვარშავის ცენტრში, ბანკიდან ნახევარი მილიონი ზლოტი გაიტაცეს.

თავდასხმის დროს დამნაშავეები ნიღბებით იყვნენ, თავდასხმის შემდეგ კი ყაჩაღებმა ავტომობილი შეიცვალეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯგუფის წევრებმა დაჭრეს დაცვის თანამშრომელი და ფულით სავსე ჩანთა დღისით, თვითმხილველების თანდასწრებით გაიტაცეს.

თავდასხმის დროს დაცვის თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა.

ბანკზე თავდასხმაში მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მათ თანამზრახველებიც ჰყავდათ.

კომენტარები