მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს, რომლებიც თავს მშენებლებად ასაღებდნენ და სახლებს ძარცვავდნენ

პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს, რომლებიც თავს მშენებლებად ასაღებდნენ და სახლებს ძარცვავდნენ

პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს.

37 და 42 წლის მამაკაცები თავს მშენებლებად, ან ყვავილების გამყიდველებად ასაღებდნენ, საცხოვრებელ სახლებში შედიოდნენ და ძვირფასეულობას და ფულს იპარავდნენ.

პოლიციის განცხადებით, მამაკაცები გარეგნობასაც ხშირად იცვლიდნენ.

დაკავების დროს მათ მანქანაში 200 000-მდე ზლოტი და ძვირფასეულობა აღმოაჩინეს.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები