მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში დოკუმენტების გაყალბებისთვის დაკავებულ ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოლონეთში დოკუმენტების გაყალბებისთვის დაკავებულ ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ცნობით, 31 წლის მამაკაცის წინააღმდეგ 400 სისხლის სამართლის მტკიცებულება შეგროვდა, რომელიც პრაგა-პოლნოკის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა.

მამაკაცი გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში, ვარშავაში დააკავეს, როცა სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა მისი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნა შეამოწმეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში არალეგალურად, საჭირო ბინადრობის საბუთების გარეშე იმყოფებოდა.

“უფრო მეტიც, ის ყოველდღიურად ატარებდა ადამიანებს [ტაქსის] ორი პოპულარული მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ოფიცრებმა ქართველის ტელეფონში ამოიღეს მართვის მოწმობების და პასპორტების ფოტოები მისი გამოსახულებით, მაგრამ სხვა პირების პერსონალური მონაცემებით”, – აცხადებს გამოძიება.

ეჭვის გამო, რომ ქართველი საბუთების გაყალბებაში იყო ჩართული პოლიციამ ბინა გაჩხრიკა, სადაც ნახეს 6 პოლონური და 12 უცხოური მართვის მოწმობა, პასპორტების პერსონალიზაციის გვერდები, მათ შორის ორი პოლონური და 13 სხვა ქვეყნის, 342 ცალი მოთხოვნა სისხლის სამართლის ჩანაწერის არქონის შესახებ, 17 მძღოლის ID, ტაქსის ლიცენზიები, ცნობები ფსიქოლოგისგან.

მამაკაცს ბრალად წარედგინა დოკუმენტების გაყალბება მათი ავთენტურად გამოყენების მიზნით და ყალბი დოკუმენტების გამოსაყენებლად მომზადება.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მსგავსი ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 თვიდან 5 წლამდე.

კომენტარები