მთავარიახალი ამბებისლაიდი

“პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ უკრაინაში გადავიდა საომრად, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ვერ გაჩერდებოდა”

“პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ უკრაინაში გადავიდა საომრად, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ვერ გაჩერდებოდა”

უკრაინაში, ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია. მისი ოჯახი ტყიბულში ცხოვრობს. ახლობლები მას დადებით პიროვნებად ახაიათებენ და ამბობენ, რომ ის აგვისტოს ომშიც იბრძოდა.

გობეჯიშვილი პოლონეთში სამუშაოდ წავიდა, იქედან კი მეგობრებთან ერთად უკრიანაში გადავიდა საომრად.

“პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ იქ ჩასული ვერ გაჩერდა და უკრაინაში გადავიდა საომრად. მეუბნებოდა: მაინცდამაინც ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ, საფრთხე რომ ვიგრძნოთო? ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ვერ გაჩერდებოდა. ხუთი დღის ჩასული იყო ირპენში, მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებაო. რა მოხდა, როგორ დაიღუპა არ ვიცით. აგვისტოს ომში იბრძოდა, სადაც ოთხი თითი დაკარგა. ჩვენთვის ის ნამდვილად გმირია”, – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი.

ოჯახი ჩამოსვენებაში დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები