მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ირაკლი ვაჩიბერაძეს ჩემებურად ავუხსენი რაც მოხდა, მან ინტელექტი გამოაჩინა, კარგი ადამიანია”

“ირაკლი ვაჩიბერაძეს ჩემებურად ავუხსენი რაც მოხდა, მან ინტელექტი გამოაჩინა, კარგი ადამიანია”

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ნოესთან” სტუმრობისას ბაღდათში მომხდარ იმ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც მან ირაკლი ვაჩიბერაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს ჩემებურად ავუხსენი რაც მოხდა. მგონი მიიღო, რაღაცნაირად მან ინტელექტი გამოაჩინა. ის კარგი ადამიანია, მაგრამ იმ დროს მოხდა ასე”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

2021 წლის 8 მაისს​ ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, ანტონ ბულუხიამ ირაკლი ვაჩიბერაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა.

 

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=290030916320640

კომენტარები