მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე”

“რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე”

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური პროცესები დაიძრა.

“საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, ასევე, შეიცვალა აპოლიტიკური პროცესები. ადგილობრივი თვითმმართვველობის არჩევნები არასდროს არ იყო მნიშვნელოვანი და გახდა მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად, წავართვით გუშინ წინ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, მეოთხე სიდიდის, რუსთავი. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე, წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი, ისევე როგორც, მინდა გითხრათ, რომ რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები