მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რატომ უქმდება სატრანსპორტო რეისები წყალტუბოს სოფლებში?

რატომ უქმდება სატრანსპორტო რეისები წყალტუბოს სოფლებში?

წყალტუბოს სოფლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით კერძო კომპანია “შევარდენი” ემსახურება. მათი მძღოლები საკუთარი ტრანსპორტით დადიან, საწვავს კი თავისი ჯიბიდან ასხამენ. ამიტომ, ხშირად რეისებს აუქმებენ, მგზავრთა ნაკლებობის და მწირი შემოსავლის გამო.

ადგილობრივი მთავრობა რეისების მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. კერძო კომპანია კი ბიზნესინტერესებით მოქმედებს და მცირერიცხოვან სოფლებში ტრანსპორტის გაშვება არ უღირს.

საბოლოოდ, წყალტუბოს მერიის გულგრილობის გამო ზარალდება სოფლის მკვიდრი მოსახლეობა, რომელთაც ქალაქში ჩამოსასვლელად ტაქსის გამოძახება უწევთ ხოლმე.

წყარო: https://ifact.ge

 

კომენტარები