მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რაჭაში დათვმა მონადირე შეჭამა

რაჭაში დათვმა მონადირე შეჭამა

ონის ტყეში დათვმა მონადირე შეჭამა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ადგილობრივის თქმით, მონადირეებმა ერთი დათვი მოკლეს, მეორეს თავდასხმას არ ელოდებოდნენ და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა.

“ერთი მოკლეს და მეორეს არ ელოდებოდნენ, ბუნაგიდან გამოვარდა. სხვა მონადირეები ცოტა წინ წავიდნენ და განწირულ ღრიალზე უკან გაიქცნენ, მაგრამ აღმართი იყო და მალე ვერ ასულან. ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ნახევარი კაცი შეჭმული იყო უკვე”, – ყვება ადგილობრივი.

 

“პრაიმტაიმი”

კომენტარები