მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ლევან დარახველიძე უხელმძღვანელებს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ლევან დარახველიძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი  დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა.

ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დღეიდან გაიყო.

კომენტარები