მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს უკრაინაში

რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება.

“ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც გაწერილია ბირთვული იარაღის გამოყენების საფუძვლები. კონცეფციის თანახმად, თუ ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება, ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა.

გასულ თვეში ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. ბრძანების შესაბამისად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ბირთვული სარაკეტო ძალები და ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტი გაძლიერებული რეჟიმზე გადავიდა.

კომენტარები