მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რა წუთში ჩავარდება მთლიანად სოფელი არავინ იცის” – შუქრუთში ადგილობრივების პროტესტი გრძელდება

“რა წუთში ჩავარდება მთლიანად სოფელი არავინ იცის” – შუქრუთში ადგილობრივების პროტესტი გრძელდება

პროტესტის მეორე დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში – სოფელ შუქრუთში, ადგილობრივებმა კარვები გაშალეს და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” ადეკვატური კომპენსაციის გადახდას სთხოვენ.

მოსახლეობის  თქმით, მათი კერძო საკუთრების ქვეშ, მიწის სიღრმეში კომპანია წლების განმავლობაში მანგანუმს მოიპოვებდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ეზოები კი დაიმეწყრა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

“სოფელი არის კატასტროფის წინაშე, ჰაერში დგას სახლები. ნაწილ-ნაწილ მისცეს, გადაკიდეს ერთმანეთს ხალხი, აძლევენ 5000, 10 000 ლარს, როცა საცხოვრებელს ეხება საქმე, რა წუთში ჩავარდება მთლიანად სოფელი არავინ იცის”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივები სოფლიდან გასახლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ვიდრე ზარალის ანაზღაურება სრულად არ მოხდება, აქციები არ შეწყდება.

პროტესტის მონაწილეებს “ჯორჯიან მანგანეზმა”  წერილობით  უპასუხა, სადაც აღნიშნულია რომ, ადგილობრივებს კომპენსაცია უკვე აღებული აქვთ. კომპანიის განცხადებითვე, გარკვეულმა ჯგუფებმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხეს სამუშაო პროცესი.

კომენტარები