მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რიკოთზე მეწყრული პროცესის საფრთხის გამო საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია

რიკოთზე მეწყრული პროცესის საფრთხის გამო საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია

რიკოთის მონაკვეთზე, საავტომობილო გზასთან სიახლოვეს, მეწყრული პროცესის განვითარების საფრთხიდან გამომდინარე საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია.

მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობენ,
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დროებით იკრძალება.

“დავიტანჯეთ, საშინელი გზაა. საათები გვჭირდება რამდენიმე კილომეტრის გასავლელად. საშინელება ხდება. არ ვიცი როდის ჩავალთ დანიშნულების ადგილზე”, – აცხადებს მძღოლი.

კომენტარები