მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რიკოთზე მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გახდება შესაძლებელი”

“რიკოთზე მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გახდება შესაძლებელი”

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის უღელტეხილი) განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის კომპლექსური შესწავლა. ტარდება ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები. კვლევებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც პირველად დასკვნას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს წარმოადგენენ.

კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა.

კომენტარები