მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რიკოთთან, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთთან, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთზე მუშის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილი 52 წლის რამაზ ბარბაქაძეა, რომელიც ავტობანის უბისას მონაკვეთზე, მშენებარე ხიდიდან გადავარდა, თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოების შედეგად ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

გარდაცვლილი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, კონსტრუქციას არ ჰქონდა დამჭერი მექანიზმი, რის გამოც, შუახნის მამაკაცი ხიდიდან გადმოვარდნის შემდეგ ჯერ მიწაზე დაეცა, შემდეგ კი ინერციით, წყალში ჩავარდა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები