მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რიონის ადიდების და სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

რიონის ადიდების და სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)- ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები