მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

როგორი იქნება ოქროს ჩარდახი რეაბილიტაციის შემდეგ (მაკეტის ფოტოები)

როგორი იქნება ოქროს ჩარდახი რეაბილიტაციის შემდეგ (მაკეტის ფოტოები)

ქუთაისში ისტორიული ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია დაანონსდა.

იმერეთის მეფეთა რეზიდენციის რეაბილიტაციისთვის მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კეთილმოწყობის სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ივერთმშენი”, 955 555 ლარის სანაცვლოდ ჩაატარებს.

ოქროს ჩარდახის რესტავრაცია იმ პროექტებს შორის მოხვდა, რომლებიც ქუთაისში, 2023 წელს უნდა განხორციელდეს. ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შპს “მნ-პროექტმა“ მოამზადა.

კომპანია “ივერთმშენმა” სამუშაოები წლის ბოლომდე (2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით) უნდა განახორციელოს.

კომენტარები