მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“როცა ჩამოვალ ეს ვიდეო გამომიგზავნეთო” – გუდაურში დაღუპული 24 წლის მფრინავის ბოლო ფრენა (Video)

“როცა ჩამოვალ ეს ვიდეო გამომიგზავნეთო” – გუდაურში დაღუპული 24 წლის მფრინავის ბოლო ფრენა (Video)

სოციალურ ქსელში გუდაურში დაღუპული 24 წლის მფრინავის ანდრო ქუჯოშვილის ბოლო ვიდეო ვრცელდება.

“გადამიღეთ, როცა ჩამოვალ ეს ვიდეო გამომიგზავნეთო, სიტყვები აღარ მყოფნის როგორ ძალიან მომენატრება, როგორ ძალიან შემაყვარა თავი. ჩემ პატარა ანგელოზს დააკლდება, ელოდებოდა ერთი სული მაქვს როდის მოვნათლავ და ვნახავო, ახლა კი ვეღარ მონათლავს და ვეღარ ნახავს ჩვენ პატარას. ვიამაყებთ ანდროს გმირობით, მუდამ ჩვენ გულში იქნები, გულის ტკივილო”, – წერს დაღუპული მფრინავის მეგობარი სოციალურ ქსელში.

გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპნენ – ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია, ეკიპაჟის წევრები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მაშველები – კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი, ექიმები – გიორგი ვენეცკი და ქეთევან გულაღაშვილი.

კომენტარები