მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება

რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “რია” წერს, რომ რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყონ.

მედიას წყარო ეუბნება, რომ “რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება”.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, დაგეგმილია ყოველკვირეულად შვიდი პირდაპირი რეისის განხორციელება მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით შიდა თვითმფრინავებით.

პუტინის განკარგულებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, რუსეთმა მოხსნა  საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

კომენტარები