მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დღემდე 382 ბავშვი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დღემდე 382 ბავშვი მოკლეს

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსული აგრესიის გამო 1122 ბავშვი დაზარალდა, მათგან 382 დაიღუპა და 740 დაშავდა.

განახლებულ მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბავშვები: დონეცკის ოლქში – 388; ხარკოვში – 204; კიევის ოლქში – 116; მიკოლაევში – 71; ჩერნიგოვში – 68; ლუგანსკში – 61; ხერსონში – 55 და ზაპოროჟიეში – 46.

კომენტარები