მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სააკაშვილის გათავისუფლების მომხრეები ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ

სააკაშვილის გათავისუფლების მომხრეები ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მომხრეები, რომლებიც დღეს დილით წალენჯიხიდან დაიძრნენ, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეჩერდნენ და ქუთაისის მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.

მათ თან აქვთ 150 000 ხელმოწერა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

როგორც მსვლელობის მონაწილეებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი.

მსვლელობა დღეს დილას წალენჯიხიდან დაიწყო, აქცია გაიმართა ზუგდიდში, ქუთაისის შემდეგ კი მსვლელობის მონაწილეები გორში შეჩერდებიან, დღის ბოლოს კი ხელმოწერებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანენ.

 

კომენტარები