მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სააკაშვილმა მითხრა, თუ გამოვჯანმრთელდები, უკრაინაში გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, არავითარ შემთხვევაში საქართველოშიო”

“სააკაშვილმა მითხრა, თუ გამოვჯანმრთელდები, უკრაინაში გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, არავითარ შემთხვევაში საქართველოშიო”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ვალერი გელბახიანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირება და ამის შესახებ პირადად ჰქონდა საუბარი სააკაშვილთან.

მისივე თქმით, პირადად მესამე პრეზიდენტისგან მოისმინა, რომ პრიორიტეტი ამ ეტაპზე ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.

“მისი მთავარი ამოცანა დღეს პოლიტიკა აღარ არის. მისი მთავარი ამოცანაა მისი ჯანმრთელობა, უფრო სიცოცხლე, რომ გადაარჩინოს თავის საკუთარი სიცოცხლე, არ უღირს არანაირი პოლიტიკა. თუ ოდესმე გამოვჯანმრთელდებიო და დავდგები ფეხზეო, ასეთი რამ მითხრა, მაშინ მე დავბრუნდები უკრაინაში და უკრაინაში გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველოშიო”, – აცხადებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

კომენტარები