მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი ქუთაისელი კობა აშოთიაა

საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი ქუთაისელი კობა აშოთიაა

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე ქუთაისელი კობა აშოთიაა.

არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა მამაკაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა.

დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელსაც ოპერაცია უტარდება. ოჯახის ახლობლების თქმით, დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ეს იყო განზრახ, მიაკითხა, მოაკითხა. ჩემი დეიდაშვილი კობა აშოთიააა, მეუღლე ბავშვებს გადაეფარა. ეს მამაკაცი ოჯახის წევრივით ჰყოლიათ, მეგობრობდნენ, ახლობლობდნენ”,  – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

როგორც ბერძნული მედია წერს, მკვლელობა ათენში 1 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

კომენტარები