მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში სამტრედიელი ემიგრანტი გარდაიცვალა (ფოტო)

საბერძნეთში სამტრედიელი ემიგრანტი გარდაიცვალა (ფოტო)

საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

სამტრედიელი 44 წლის მაკა კაკაბაძე გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

ქალი 7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა.

“7-წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან ათენის ემიგრანტები, ყველას ასე როგორ შეაყვარე თავი ჩვენო თბილო და სიცოცხლით სავსე მაკუნა.

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი”, – წერს შოთა სიხარულიძე.

კომენტარები