მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში 41 წლის ქართველ მამაკაცს 12 ტყვია ესროლეს

საბერძნეთში 41 წლის ქართველ მამაკაცს 12 ტყვია ესროლეს

საბერძნეთში 41 წლის ქართველ მამაკაცს 12 ტყვია ესროლეს. შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა და შესაძლოა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

კომენტარები