მთავარიახალი ამბებიიმერეთი

საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2023” გაიხსნა

საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2023” გაიხსნა

საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2023“ გაიხსნა.

ფესტივალის 14-ე სეზონის გახსნის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რეჟისორი ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი “ტესტოსტერონი“.

თეატრში შეკრებილებს სპექტაკლის დაწყებამდე იმერეთის გუბერნატორმა მიმართა.

საერთაშორისო ფესტივალის ეგიდით მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი, მათ შორის ქართველ მაყურებელს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ იტალიის, ქალაქ ნაპოლის ექსპერიმენტული და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრები.

“თეატრალური იმერეთი” ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და რეგიონის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და “თეატრალური იმერეთი 2023“-ის დასკვნით ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მაყურებელს საშუალება ეძლევა 13-დან 30 ივნისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს, ფესტივალის დახურვის ღონისძიება კი ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში პირველ ივლისს გაიმართება.

კომენტარები