მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სავარაუდოდ, ტრაილერი მოცურდა, დაეჯახა მანქანებს და შემდეგ ამობრუნდა” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

“სავარაუდოდ, ტრაილერი მოცურდა, დაეჯახა მანქანებს და შემდეგ ამობრუნდა” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისის შესასვლელში, საფიჩხიის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა, ასევე დაზიანებულია მსუბუქი ავტომობილი.

“სავარაუდოდ, ტრაილერი მოცურდა, დაეჯახა წინ მიმავალს და მეორე მანქანას. საპირისპირო გზიდან მომავალი გადავარდნილი იყო გზის სავალი ნაწილიდან”, – აცხადებს თვითმხილველი.

“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

კომენტარები