მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – მიხარია ქართველ ხალხთან ერთად

სალომე ზურაბიშვილი – მიხარია ქართველ ხალხთან ერთად

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.

“მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

როგორც პრეზიდენტი, მე გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები