მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მიუჯდება მას “ვივამედში”

“სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მიუჯდება მას “ვივამედში”

სალომე ზურაბიშვილი ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ვინმე მიიღებს მას შემდეგ, რაც ამოეწურება ფუნქციები. არავინ მიიღებს, რადგან ცნობილ ქართულ ფილმში როგორც არის, ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილს ერთპროცენტიანი პარტიებიც კი არ მიიღებს.

“რეალურად, ზურაბიშვილმა გადაუსწრო, გვარამიაც, მელიაც, სააკაშვილიც ჩამოიტოვა, ყველა ჩამოიტოვა და ახლა არის მედროშე, ოღონდ იქამდე, ვიდრე ფუნქციები აქვს. ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ვინმე მიიღებს ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც ამოეწურება ფუნქციები. არავინ მიიღებს, თუნდაც ერთპროცენტიანი პარტიები რომ არის, იქაც არავინ მიიღებს, რადგან ცნობილ ქართულ ფილმში როგორც არის, ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება. შესაბამისად, ვიდრე ფუნქციები ექნება, მანამდე ჩვენ ვიტყვით – ხალხო, არ დაიჯეროთ, გასულია მომსახურების ზონიდან და რა ვქნათ, ჯერჯერობით ფორმალურად  დარჩა პრეზიდენტად.

შეწყალების მექანიზმს რაც შეეხება, არაერთხელ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აზიანებს, მისი პიროვნება იქნება თავიდან ბოლომდე განადგურებული. საზოგადოება, რომელიც დაზიანდა ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ზოგი ჯანმრთელობით, ზოგი ქონების დაკარგვით, ოჯახების განადგურებით და ასე შემდეგ – ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და რეალურად, მიუჯდება „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს. თვითონ შეიძლება, ვერ განსაზღვროს, ამ შემთხვევაში, რა რეაქცია ექნება ქართულ საზოგადოებას, რადგან გასულია მომსახურების სფეროდან, მაგრამ, იმედი მაქვს, თავისი ახლობლები ეტყვიან, რა შედეგებზე შეიძლება, გავიდეს ეს შეწყალება. პრაქტიკულად, თავის თავზე აიღებს ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართული და საერთაშორისო სასამართლოს მიერ აქვს დადასტურებული პატიმარ სააკაშვილს. თეორიულად ვამბობ, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუჯდება „ვივამედში“ სააკაშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად, თავიდან ბოლომდე აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც კი პატიმარ სააკაშვილს ჩაუდენია. მაინც იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ძალიან კარგად იცით, რა დამოკიდებულება აქვს ქართულ საზოგადოებას პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები