მთავარიახალი ამბებისლაიდი

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ზურაბიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყველა სამართლებრივი საფეხური ამოიწურა.

“დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი.

მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამე თუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპს მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა.

 

კომენტარები