მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სალონიკში ძარცვის და ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სალონიკში ძარცვის და ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სალონიკში ძარცვის, ქურდობისა და ქონების დაზიანების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ბერძნული მედიის ცნობით, 36 წლის მამაკაცი ტანსაცმლის მაღაზიაში ქურდობის მცდელობისას შენიშნეს, რის შემდეგაც მაღაზიის მფლობელს ის ბასრი საგნით დაემუქრა.

შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. მამაკაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, დაკავებულმა იმავე დღეს ერთ-ერთ აფთიაქში შეჭრა სცადა, ორი საკონდიტროდან კი ფული მოიპარა. თანხა მას ჩხრეკისას ამოუღეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

გამოძიება გრძელდება.

კომენტარები