მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამივე ქართველი იყო, ჩაის საკრეფად იყვნენ წასულები” – თურქეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

“სამივე ქართველი იყო, ჩაის საკრეფად იყვნენ წასულები” – თურქეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

თურქეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ ცოლი და კიდევ ერთი ქართველი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

შემთხვევა ართვინის პროვინციაში მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, მან ქალი დანით მოკლა, 35 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, შემდეგ კი ტაქსით საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ წავიდა.

მამაკაცმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც პოლიციამ ტაქსის ავტომობილის გააჩერება მოსთხოვა.

სამივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო, თურქეთში ჩაის საკრეფად იყვნენ და პლანტაციაში მუშაობდნენ.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება თურქეთის პოლიციამ დაიწყო.

კომენტარები