მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამოქალაქო თეატრმა” ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის დასახმარებლად ორი სპექტაკლი ჩაატარა

“სამოქალაქო თეატრმა” ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის დასახმარებლად ორი სპექტაკლი ჩაატარა

ქუთაისში, “სამოქალაქო თეატრმა” დღეს ორი სპექტაკლი ჩაატარა.

“ქუთაისური ისტორიები” დღეს ქეთი ბერძენიშვილის დასახმარებლად გაიმართა.

ორივე სპექტაკლზე დასწრება უფასო იყო, თუმცა თანხა გროვდებოდა ყუთში, სიმბოლურად ვისაც რამდენი შეეძლო და რისი სურვილი ჰქონდა.

დღეს საღამოს ქეთი ბერძენიშვილისთვის 5 000 ლარი შეგროვდა.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი ამ დროისთვის მძიმე დიაგნოზით თურქეთში იმყოფება.

ქუთაისში “სამოქალაქო თეატრი” ერთი თვის წინ დაარსდა. პირველი პერფორმანსი დასმა ისრაელის თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.

კომენტარები