მთავარიახალი ამბებისლაიდი

სამტრედიაში გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

სამტრედიაში გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

სამტრედიაში ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა გაზრდილი ფასები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და “ქართული ოცნება” მოსახლეობის ძარცვასა და გაღარიბებაში დაადანაშაულეს.

“ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს სხვა გზა აღარ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და გააპროტესტონ ის გაუსაძლისის მდგომარეობა, რაც 2012 წლის შემდეგ საქართველოს დაატყდა თავს. გვახსოვს ყველას „ქართული ოცნების“ დაპირებები, რითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა – უფასო ფული, განახევრებული დენის ტარიფი, განახევრებული გაზის ტარიფი, დაწეული გადასახადები, ეს დაპირებები ხმების მისატაცებლად და რუსეთის დავალებით ხელისუფლებაში მოსასვლელად სჭირდებოდა, რომ ქვეყანა გაეღარიბებინა. დღეს სახეზე გვაქვს ჩამოქცეული სახელმწიფო, გაღატაკებული ეკონომიკა და საქართველოდან გაქცეული მოსახლეობა”, – განაცხადა სამტრედიაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მამუკა ბიბილეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ მდგომარეობის შეჩერება მხოლოდ ხალხის პროტესტს შეუძლია.

კომენტარები