მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამტრედიაში გაჩერდა მატარებელი, ჩამოგვყარეს მგზავრები”

“სამტრედიაში გაჩერდა მატარებელი, ჩამოგვყარეს მგზავრები”

მგზავრების ინფორმაციით, თბილისი-ფოთის მიმართულებით მოძრავ მატარებელს წუხელ პრობლემები შეექმნა.

არსებული ინფორმაციით, მატარებელი გაფუჭდა და სამტრედიაში გაჩერდა.

“სამტრედიაში გაჩერდა მატარებელი, ჩამოგვყარეს მგზავრები, არავინ ინფორმაციას არ გვაწვდის. სრული განუკითხაობაა და ქაოსი…”, – ამბობდნენ მგზავრები.

მათი თქმით, ნაწილმა სადგური დატოვა. ხოლო ისინი, ვინც ტაქსით ვერ მოახერხეს წასვლა, დახმარებას დიდხანს ელოდნენ.

“სამტრედიაში ერთ საათზე მეტი ვიყავით გაჩერებულები, ბოლოს გამოაცხადეს, რომ ქუთაისიდან გამოვიდა ტრანსპორტი, ჩვენ მოგვიწია ტაქსით წამოსვლა. ძალიან გაუმართავი მატარებელი იყო”, – აცხადებენ მგზავრები.

კომენტარები