მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში შეიარაღებული პირი ყოფილ პოლიციელს თავს დაესხა – თავდამსხმელი დაჭრილია

სამტრედიაში შეიარაღებული პირი ყოფილ პოლიციელს თავს დაესხა – თავდამსხმელი დაჭრილია

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული პირი ანრი მილორავა დაესხა თავს.

თავდამსხმელმა სახლს ესროლა, ტყვია მოხვედრილი აქვს ფანჯრებს, კედლებს. ერთ-ერთი ტყვია მოხვდა ჭერს, რის შედეგადაც სახლში ხანძარი გაჩნდა. გარდა ამისა, მან ყოფილ პოლიციელს თავში ბოთლი ჩაარტყა.

ყოფილმა პოლიციელმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

ყოფილი პოლიციელი დაკავებულია.

დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები