მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?!”

“სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?!”

მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც გუშინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა, ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ დასაქმებულებისთვის ხელფასი საკუთარი ინიციატივით გაეზარდა.

“გველაპარაკებიან, გვევაჭრებიან, ვითომ ბაზრობაზე ვიყავი. ამის გამო მე უარს ვაცხადებ, საერთოდ დანახვა არ მინდა, ამის გამო ამოვიკერე თვალები. გადავიღალეთ, თითოეული ჩვენგანი, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?! მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ, ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინა თავისით ხელფასი, სულ ომით, სულ გაფიცვით, სულ უბედურებით”, – აცხადებს გიორგი კუპატაძე.

ჭიათურაში 10 მაღაროელი მერვე დღეა, შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. რამდენიმე დღის წინ პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ ამოიკერა პირი.

ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი დღეს თბილისში ჩამოვა და 16:00 საათზე პარლამენტთან გამართავს აქციას.

კომენტარები