მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი”

“საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი”

“ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ე.წ. უცხოურ გავლენის აგენტების შესახებ კანონროექტთან დაკავშირებით პროტესტი უნდა გაფართოვდეს.

“ეს მულტიფუნქციური პროტესტი არ არის მხოლოდ ერთი დღის პროტესტი და წინააღმდეგობა, რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი და იყოს ყველგან, კომიტეტზეც, მედიაშიც, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდანაც, ქუჩაშიც, ყველგან, სადაც ადამიანები ვარსებობთ, პროტესტის ხმა უნდა ისმოდეს. ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია შეაჩეროს საქართველოს მეორედ გასაბჭოება. ამ პროცესში ყველას აქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შესატანი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც.

ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო შეხვედრა და კიდევ ბევრი გვექნება. ვემზადებით ხანგრძლივი, ძალიან პრინციპული და გარდამტეხი წინააღმდეგობისთვის საქართველოს მეორედ გასაბჭოების წინააღმდეგ, რისი მთავარი დროშაც არის ეს კანონი, მაგრამ მხოლოდ ეს კანონი არ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც რუსული ინტერესების გასატარებლად “ქართული ოცნება” იყენებს”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები