მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საშინელი ხმაურია ქუთაისის ციხეში, პატიმრები დახმარებას ითხოვენ”

“საშინელი ხმაურია ქუთაისის ციხეში, პატიმრები დახმარებას ითხოვენ”

“პატიმრები კარზე აბრახუნებენ”, – ამ წუთებში ქუთაისის #2 საპყრობილეში ხმაურია. იურისტ ლევან ჭელიძის თქმით, პატიმრები დახმარებას ითხოვენ და ციხის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

“ქუთაისის #2 ციხეში ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა  მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას, დაიზიანეს სხეული.  ამ წუთებში  საშინელი ხმაურია ციხეში. პატიმრები აბრახუნებენ და ამ ფორმით უნდათ ყურადღების მიპყრობა და მათი პრობლემების მოგვარება.

შემაშფოთებელია, რომ ადვოკატების ნაწილს არ უშვებენ მათ კლიენტებთან”, – აცხადებს იურისტი ლევან ჭელიძე.

დღეს ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ციხეში 50 პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა და ასევე ამდენივე პატიმარი შიმშილობს.

კომენტარები