მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საშინელ მდგომარეობაში ვართ” – ქუთაისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“საშინელ მდგომარეობაში ვართ” – ქუთაისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათ ქუჩაზე არსებული ქვაფენილი რამდენიმე ადგილზე ჩავარდნილი და დეფორმირებულია. “საშინელ მდგომარეობაში ვართ, გზები სულ დატალღული, ჩავარდნილი და ავარიულია არამარტო ერთ ადგილას, არამედ რამდენიმე მონაკვეთზე.

კანალიზაციის მილიც გაფუჭებულია და ამოხეთქა, მოედინება მთელს გოგებაშვილზე. საშინელი სუნი დგას ქუჩაში, ფანჯრებს ვერ გააღებ”, – გვწერს “ინფო იმერეთის” რედაქციას ადგილობრივი და ქუჩაზე არსებული მდგომარეობის ფოტოებსაც გვაწვდის.

კომენტარები