მთავარიახალი ამბებიიმერეთი

საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე-ონის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება, რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს.

კომენტარები