მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება. სასწავლო პროცესი სკოლებში 15 მარტს განახლდება.

სასწავლო წლის ბოლომდე სკოლების დიდ ნაწილში სკოლის დირექტორთა არჩევნებიც უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის დირექტორობის მსურველთა ტესტირება იგეგმება, რომელიც 10 მარტს უნდა დაიწყოს.

1221 სკოლაში ახალი დირექტორია ასარჩევი. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ქუთაისში დირექტორის არჩევნები 14 სკოლაში ჩატარდება.

ქუთაისში ყველაზე მეტი პრეტენდენტი მე-10 სკოლაზე იყო, აქ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორობა 39 პირს სურს. ყველაზე ნაკლები კი კონკურენცია კი 45-ე სკოლის დირექტორობაზეა, ამ სკოლაზე განაცხადი 3-მა პირმა შეავსო.

მე-10- სკოლის დირექტორობაზე 39 განაცხადია შესული, მე-11 სკოლის დირექტორობაზე 17, 21-ე სკოლის დირექტორობაზე 24; 22-ე სკოლის დირექტორობაზე 11; მე-4 სკოლის დირექტორობაზე 8; 30-ე სკოლის დირექტორობაზე 8 განაცხადია შესული.

34-ე სკოლის დირექტორობაზე 13 განაცხადია შესული; 38-ე სკოლის დირექტორობაზე 17; 45-ე სკოლის დირექტორობაზე 3; მე-5- სკოლის დირექტორობაზე 12; მე-8 სკოლის დირექტორობაზე 20; მე-9 სკოლის დირექტორობაზე 28; მე-16 სკოლის დირექტორობაზე 7 განაცხადი.

კომენტარები