მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სტიქია რაჭაში – მდინარე ღარულა კალაპოტიდან გადმოვიდა

სტიქია რაჭაში – მდინარე ღარულა კალაპოტიდან გადმოვიდა

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ღარულას ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ღარში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს პრობლემა შეუქმნა.

კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ღარულამ, დაარღვია დამცავი ნაპირსამაგრი გაბიონი და საფრთხე შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელ საავტომობილო გზის სავალ ნაწილს, ასევე დააზიანა სოფელში არსებული სამი საფეხმავლო ხიდი.

უამინდობისგან გამოწვეულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

კომენტარები