მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტყიბულის “ორბმა” “ქუთაისი” დაამარცხა

ტყიბულის “ორბმა” “ქუთაისი” დაამარცხა

“ტყიბულის  “ორბმა” სუპერლიგის მორიგი საშინაო შეხვედრა ქუთაისის „ქუთაისთან“ გამარჯვებით – 98:88 დაასრულა.

პირველი წრის მეცხრე ტურის თამაში ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა.

რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში მიმდინარე მატჩი გულშემატკივართათვის საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ქომაგთა გულის გასახარებლად მესამე პერიოდიდან „ორბმა“ დაწინაურება დაიწყო და შემტევი თამაში აჩვენა, რითაც საბოლოო შედეგი გაინაღდა.

2023-2024 წლის სუპერლიგის პირველი წრის თამაშები დეკემბრის ბოლოს დასრულდება. მანამდე კი, 16 დეკემბერს ჩვენი გუნდი ჯერ გასვლით მატჩზე თბილისის „რაშს“ დაუპირისპირდება, ხოლო 23 დეკემბერს შინ რუსთავის “რუსთავს“ შეხვდება.

კომენტარები