მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ტყიბულის საკრებულოს ორი ავტომობილის შენახვისთვის 81 502 ლარი დაიხარჯა

ტყიბულის საკრებულოს ორი ავტომობილის შენახვისთვის 81 502 ლარი დაიხარჯა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი ავტომობილი ემსახურება, რომელთა საწვავისა და მოვლა-შენახვისთვის 81502 ლარი დაიხარჯა.

“ფლანგვის დეტექტორმა” 2020-2023 წლების მონაცემები მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტს ამავე წლებში 2 მანქანა ემსახურებოდა, მათგან ერთი კვლავ საკრებულოს თავმჯდომარეზეა განპიროვნებული, მეორე კი საკრებულოს აპარატზე.

ორი მანქანის საწვავისთვის 8 874 ლარი, მოვლა/შენახვისთვის კი 72 628 ლარი დაიხარჯა.

ცნობისთვის, 426,000 ადამიანით დასახლებული ესტონეთის დედაქალაქ ტალინის საკრებულოს ავტომობილები საერთოდ არ ემსახურება. საკრებულოს წევრები მხოლოდ მათი პირადი ავტომობილებით სარგებლობენ. შესაბამისად, ტალინის ბიუჯეტიდან არც ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის არის თანხა გამოყოფილი.

ასევე ნახევარი მილიონი მოსახლეობის მქონე ვილნიუსის საკრებულოს მანქანა საერთოდ არ ემსახურება. იგივე მდგომარეობაა ბუქარესტში, სადაც 1 776 000 ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები