მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ტყიბულის სასამართლომ მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების გათავისუფლების ბრძანებები ბათილად ცნო

ტყიბულის სასამართლომ მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების გათავისუფლების ბრძანებები ბათილად ცნო

ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ, სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე “სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი საჯარო მოხელის თენგიზ თევზაძისა და ელზა გვენეტაძის სასარჩელო მოთხოვნები დააკმაყოფილა.

ამავე გადაწყვეტილებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძვლეზე ახალი აქტის გამოცემა.

სასამართლოს განმარტებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იყო სათანადოდ დასაბუთებული რეორგანიზაციის პირობებში მოსარჩელეების გათავისუფლების აუცილებლობა.

თენგიზ თევზაძე ტყიბულის მერიაში 2014 წლიდან მუშაობდა და გათავისუფლებამდე იკავებდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის პოზიციას.

ელზა გვენეტაძე ტყიბულის მერიაში 1999 წლიდან იყო დასაქმებული, გათავისუფლებამდე იკავებდა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას. მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში გათავისუფლებული პირების მიმართ დისციპლინური პაუსხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა და მათი შეფასებები იყო საუკეთესო.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ტყიბულის მერიაში აირჩა ახალი მერი – დავით ჩერქეზიშვილი. ახალმა მერმა დანიშვნისთანავე დაიწყო საკადრო ცვლილებები პირადი შეხედულებების მიხედვით. მერმა დეკემბრის თვეშივე შრომითი ხელშეკრულებებით დაასაქმა წინაასაარჩევნო კამპანიის დროს მასთან დაახლოებული პირები.

2022 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულებს ოფიციალურად განუცხადეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მათი შტატი გაუქმდა. თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, ფაქტობრივად, მერიის საშტატო რიცხოვნება არ შემცირებულა და მეტიც, არსებობდა ვაკანტური თანამდებობები.

კომენტარები