მთავარიახალი ამბებისლაიდი

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულები თბილისში გადაიყვანეს

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულები თბილისში გადაიყვანეს

ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.

ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ექიმის ინფორმაციით, მას სხეულის ზედა ნაწილისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება.

სხეულის დამწვრობა აღენიშნება კიდევ ოთხ პაციენტს. მათ კლინიკაში დამატებითი კვლევები უტარდებათ.

ტყიბულის შახტში შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები